LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნება

71

15 ივლისს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნება. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი 16.00 საათზე გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები