LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭორები ზაზაზე: ჩიკაგომ შეიძლება ქართველს შეხედოს

27

NBA-ს პლეი ოფის პირველი წრის მეორე მატჩში “დალას მავერიკსმა” სტუმრად “ოკლაჰომა” დაამარცხა 85:84 და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან 20 წუთი ითამაშა და 2 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
dailyherald.com ავრცელებს ინფორმაციას “ჩიკაგო ბულსის” სავარაუდო ცვლილებებზე შემადგენლობაში. გამოცემის თანახმად, თუ “ჩიკაგო” ზაფხულში გასოლისა და ნოას შენარჩუნებას ვერ შეძლებს, რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია, გუნდი თავისუფალ აგენტთა ბაზარზე გავა.

“ჰერალდი” ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ჩვენებურს ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები