ჩოხატაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ორპირას ხევში გადავარდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.