ჩოხატაურში ნოემბერში კულტურის სასახლე ოფიციალურად გაიხსნება.
როგორც ”ფორტუნას” გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აცნობა, სასახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
ახალი სასახლე ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მისი ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარამდეა.
”ის აღჭურვილია თანამედროვე გახმოვანებითა და განათებით. ახლა ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით 20 დღეში მისი ოფიციალურად გახსნა იგეგმება”, – განაცხადა გია სალუქვაძემ ”ფორტუნასთან”.
მისივე თქმით, რეგიონში ასეთი დონის კულტურის სახლი არასდროს აშენებულა.
”მისი სივრცე იძლევა შესაძლებლობას მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ნებისმიერ ღონისძიების ჩატარებას და კულტურის სფეროში ცოდნის შეძენას. სასახლე შეიძლება კონფერენციებისთვისაც გამოიყენონ. ჩემი ინფორმაციით, რეგიონში სახელმწიფოს მიერ, ასეთი დონის კულტურის სახლი არ აშენებულა”, – განაცხადა სალუქვაძემ.