LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა

134

ჩოხატაურს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. როგორც ”ფორტუნას” შპს ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან” აცნობეს, შეფერხება გურიის რეგიონში არსებულმა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა და ძლიერმა ყინვამ გამოიწვია.

ყინვის გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება.

”პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიის საავარიო ბრიგადა. სავარაუდოდ, გაზმომარაგება რაიონს  უახლოეს საათებში აღდგება” – განაცხადეს კომპანიაში.