LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურის მერიასთან მუსლიმები ხელახალი შეხვედრის გამართვას ითხოვენ

86
ბუკნარი

ჩოხატაურში მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაწყებული რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი კვლავ გრძელდება. მუსლიმები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. მათივე თქმით, მხარეებს შორის გუშინდელი მოლაპარაკება მათთვის არადამაჯერებელი იყო და შესაბამისად, ახლა მხარდამჭერებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ელოდებიან.

მუსლიმი თემის წარმომადგენლების თქმით, მგავსი შეხვედრა დღესაც უნდა გაიმართოს.

„ჩვენთვის არადამაჯერებელია გუშინდელი შეხვედრა. ველოდებით მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები, საპატრიარქო და სამუფთო, ცენტრალური ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ეს საკითხი არ გადაწყდება. სახელმწიფოდან, იმისგან, ვინც იქნება პასუხისმგებელი პირი, ვითხოვთ, მუსლიმებს არა მარტო ამ სოფელში, მთელ ქვეყანაში მოგვეცეს ღვთისმსახურების საშუალება“, – განაცხადა აჭარის მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა, ფირუზ წულუკიძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფოტო: IPN.GE
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები