LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭკვიანი ადამიანები მართვის მოწმობას პირველ ცდაზე ვერ იღებენ

453
driving-test-tips-l

ადამიანებს ვისაც უმაღლესი განათლება და მეტი კვალიფიკაცია აქვთ, მართვის მოწმობის ასაღებად მეტი ცდა სჭირდებათ. ხოლო ნაკლებად განათლებულები კი მიზანს პირველივე გამოცდაზე აღწევენ.

სადაზღვეო კომპანია Privilege DriveXpert–მა 1564 ბრიტანელი მძღოლი გამოკითხა და დაადგინა, რომ 59%–მა მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე აიღო. ეს მაშინ როცა მათ უმაღლესი განათლება არ ქონდათ მიღებული. უფრო განათლებულებს კი ავტომობილის საჭესთან დასაჯდომად ბევრად მეტი მცდელობა და შრომა დასჭირდათ.

აღსანიშნავია, რომ აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანებს შორისაც აღმოჩნდა გარკვეული განსხვავება. ჰუმანიტარული მეცნიერებების სპეციალისტებს მართვის მოწმობის ასაღებად 1,9 ცდა დასჭირდათ, ხოლო ტექნიკურ მეცნიერებებში გათვიცნობიერებულებმა მიზნის მიღწევას 2,3 ცდა მოანდომეს.

გარდა ამისა, გამოცდას უკეთ აბარებენ ბაკალავრები და მაგისტრებს როგორც წესი, ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ როგორც საავტომობილო კომპანიის Auto Trader–ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინა, ბოლო წლებში საჭესთან პირველად დაჯდომის ასაკი გაიზარდა და 26 წელს მიაღწია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები