LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხობაძე: შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ ომბუდსმენობის კანდიდატებს გარემოსდაცვითი გამოცდილება – ჩემთან სიაში ნუგზარ კოხრეიძე და ანა აბაშიძე ლიდერობენ

142
ჩხობაძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე

სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელი კომისიის ერთ-ერთი წევრისა და გარემოს დამცველის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატებს, პირველ რიგში, გარემოსდაცვით სისტემებში გამოცდილების მიხედვით აფასებდა.

როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, კომისიის შემადგენლობაში სწორედ ამ მიმართულებით იმყოფებოდა და პირველ რიგში, ამ კრიტერიუმით

„ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება. ვინაიდან კომისიაში გარემოს დაცვითი კუთხით ვიყავი შესული, პირველ რიგში, ამ კრიტერიუმით ვიხელმძღვანელე.

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმის მიხედვით, 0-იდან 10 ქულამდე შეაფასეს.

ასევე ვიხელმძღვანელე შრომითი სამართლით, რადგან ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ გამომიტოვებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სოციალური სამართლიანობის პრინციპები – არა მარტო სამართალ- სასჯელაღსრულებით სისტემებში გამოცდილება, ადამიანის უფლებებში ან ბავშვთა უფლებებში. დღეს, 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები პირდაპირ გადაკვეთილია გარემოს დაცვით სისტემებთან და გარემოს დაცვის პრობლემატიკასთან.

მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილება ხდება, მოსახლეობას მეტი და მეტი უჭირს. ადაპტაციურ ღონისძიებებზე, რომლებიც გასატარებელია, ჩემი ხედვით, ომბუდსმენმა უნდა დაიცვას სამართლიანობის პრინციპი, დაიცვას ადამიანის უფლება, პირველ რიგში, დაიცვას სიცოცხლის უფლება.

ალბათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოთხი კრიტერიუმიდან, ვუყურებდი, გარემოსდაცვითი გამოცდილება ვის, როგორ ჰქონდა. ჩემთან სიაში ლიდერობს ნუგზარ კოხრეიძე, ქალბატონი ანა აბაშიძე და ასე შემდეგ.“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. შედეგები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების ვადა პარლამენტის ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს 21 ოქტომბრამდე ექნებათ. სახალხო დამცველობის კანდიდატთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები