LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხარტიშვილი სოფლის მეურნეობის, ღარიბაშვილი – შსს მინისტრის პოსტზე – ელისო კილაძე სამთავრობო ცვლილებებზე წერს

1085
ელისო

“ქრონიკა +” -ის დამფუძნებელი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე წერს და კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს, რომლებსაც მინისტრების პოსტზე დანიშნავენ. კილაძე წერს, რომ კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართება და ივანიშვილი ამ სქემას მიყვება.

“დღეს შედგა ვანო ჩხარტიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით:
ვანო ჩხარტიშვილი ითხოვს სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელს(ხორცის,სპირტის და ხორბლის მონოპოლიას ბიზნესში)
ლაშა ნაცვლიშვილი ლობირებს შს მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს,არგუმენტად მოყავს რეიტინგები,რომელიც ყალბია !
ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობა ნიშნავს გიორგი გახარიას უარს პრემიერ მინისტრობაზე. იგი უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დარჩება!(გახარია ოპოზიციაზე მეტად ქოცებს უშლის ნერვებს).

პრემიერ მინისტრის კანდიდატურად მაია ცქიტიშვილს სთავაზობენ ,მის ადგილას ჩხარტიშვილი ასევე საკუთარ კანდიდატურას ნიშნავს(მოადგილესთან დალაგებული აქვს ფულის კეთების სქემა). თუ ივანიშვილი ამ სქემას გაიზიარებს,კვირას უნდა გაიმართოს უმრავლესობის სხდომა,ხვალ დაავალებენ არჩილ თალაკვაძეს და გიორგი ვოლსკის რომ უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებმა ხმა არ ამოიღონ,თორემ დედას უტირებენ ყველას(ვციტირებ),

p.s. ქვეყანას მართავს კრიმინალი ჩხარტიშვილი ნარკომან ნაცვლიშვილთან ერთად. ღარიბაშვილის დაბრუნება ნიშნავს ინტრიგებს და დიდ შიდა ომს ოცნებაში, ჩემთვის მეორე სუნთქვას (ბოლო დროს ცოტა მოვეშვი)”, – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები