LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: „სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის პაპილომა ვირუსი პირველ ადგილზეა.. ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია“

114
Untitled design (1)

„არც ერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნეები. რა თქმა უნდა, ეს ვირუსი  საქართველოშიც არის გავრცელებული“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

ივანე ჩხაიძემ პაპილომა ვირუსის ვაქცინაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია:

„სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის პაპილომა ვირუსი დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას. ამ ინფექციის უმრავლესობა უსიმპტომოა, ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს, 3-5 პროცენტში კი შეიძლება სერიოზული ონკოლოგიური პრობლემა განვითარდეს. ეს პრობლემა არის საშვილოსნოს ყელის კიბო, ასევე, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებები.

გოგონებში 2019 წელს დავიწყეთ ვაქცინაცია და მოცვის მაჩვენებელი 48% იყო, საკმაოდ დაბალი, თუმცა ყველა ქვეყანა ამ გზით წავიდა. არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც პირველივე დანერგვის წელს 80-90% აჩვენა. 60-80%-ის ფარგლებში უჩვენებენ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელს.

პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მაჩვენებელი, ახლა ბევრად ნაკლებია, 30%-ზე დაბალია.

არც ერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომა ვირუსით გამოწვეული სიმსივნეები. რა თქმა უნდა, ეს ვირუსი საქართველოშიც არის გავრცელებული. დიდი ალბათობით, ყველა თქვენგანს გაქვთ გადატანილი ისე, რომ არ იცით, ან უმნიშვნელო გამოვლინება იყო. ეს არ ნიშნავს, რომ სიმპტომურია. მეჭეჭები და ონკოლოგიური დაავადებები ის არის, რასაც ეს ვირუსი იწვევს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

პაპილომა ვირუსზე უფასოდ აცრა უკვე 13-18 წლის გოგოებსაც შეეძლებათ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები