LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: „ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% კორონავირუსია.. რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევა გამოვლინდა და ის მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც“

143
ing

„2023 წელს რინოვირუსის უჩვეულო მატება გვაქვს, პანდემიამდე წლებთან შედარებით, წელს ძალიან ბევრი რინოვირუსი ცირკულირებს, ეს არის გაციების გამომწვევი ვირუსი და დაავადების მძიმე მიმდინარეობას არ განაპირობებს“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ქვეყანაში გავრცელებული ვირუსებიდან კორონავირუსი მხოლოდ 7 %-ს შეადგენს:

„გარდა იმისა, რომ წელს, პროცენტული განაწილების თვალსაზრისით, რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც.

რაც შეეხება კორონავირუსს. თუ გადავხედავთ იმ მონაცემებს, წლის ჭრილში გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კორონავირუსის აქტივობაზე, კერძოდ, ლუგარის ცენტრის მონაცემებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და სეზონური სახე აქვს მიღებული.

კორონავირუსის შემთხვევები ზაფხულშიც გვქონდა. სტატისტიკაში კარგად ჩანს, რომ 3 კვირა იყო, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი ვერ იქნა ნანახი.

კორონავირუსის რაოდენობა მცირეა, 2-7%-მდე მერყეობს მისი განაწილება სხვა ვირუსებთან ერთად. გვაქვს მოლოდინი, რომ აქციების კვალდაკვალ მოიმატებს კორონავირუსის შემთხვევები.

ბოლო მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება უფრო მეტია.

მთავარია, რომ კორონავირუსი კონტროლის ქვეშ იქნება, გვეცოდინება მისი გავრცელების ინტენსივობა, ასევე ის, თუ რომელი ვარიანტი ცირკულირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, „ომიკრონი“. გარდაცვალების შემთხვევა ძალიან იშვიათია, ქვეყანას კორონავირუსისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ქვეყანაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები