LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება, ამ მხრივ წლევანდელი წელი შესაძლოა, შარშანდელისგან გამორჩეული იყოს

211
Untitled design (36)

თსსუ-ს პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წელს საქართველოში გრიპის ვირუსის რაოდენობის მკვეთრი მატება მოსალოდნელი არ არის.

საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 ბავშვია – ივანე ჩხაიძე

„გრიპის და გრიპისმაგვარი შემთხვევების დეტალური მონიტორინგი საქართველოში საყრდენ ბაზებზე ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში, გრიპის გარდა, რა სახის ვირუსები აღინიშნება.

ის მონაცემები, რომელიც 2021-2022 წლის სეზონზეა, მიუთითებს, რომ გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები წელს გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს. გასულ წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 15 არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ციფრი გასულ წელზე მეტია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ხდებოდა პანდემიამდე, რამდენი იყო საქართველოში საშუალოდ გრიპის შემთხვევა.

იაშვილის კლინიკაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას წარმოადგენს, 2018-2019 წლის სეზონზე, მარტო 1 კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა 15-20 შემთხვევა.

ახლა, მთელ ქვეყანაში დაფიქსირებულია 15 შემთხვევა. საუბარი, რომ წელს საქართველოში გრიპის ეპიდემიაა და გრიპის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა არასწორია. გასულ წელთან შედარებით არის შემთხვევების მატება, რაც ადვილი ასახსნელია – გასულ წელს ზამთრის სეზონზე კარანტინი, „ლოქდაუნი“ და ნიღბების ტარების ვალდებულება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იყო, რაც გრიპის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა.

გრიპის შემთხვევები კიდევ დაფიქსირდება იანვარშიც, ვინაიდან სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერ-იანვარში გრიპის და მსგავსი ვირუსული ინფექციების მატების პიკია. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება. ჩვენ არ ველოდებით გრიპის ვირუსების მკვეთრ მატებას. მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირებაც, ამ მხრივ წლევანდელი წელი შესაძლოა, გამორჩეული იყოს, ვიდრე გასული წელი“,- განმარტავს ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები