ამერიკას აინტერესებს როგორ მზადდება “ჩიზბოუთი” და მოდი გვასწავლე როგორ კეთდება ის – სახელგანთქმული გამოცემების , ნიუ-იორკერისა და ინსაიდერის შემდეგ, “ჩიზბოუთს” და მის მომზადების წესს ABC-ის პროგრამა “The chew” უძღვნის ეთერს.
შეფ-მზარეული ქართული კერძის მომზადებისას , ყველის ერთ-ერთ სახეობას – ფეტას იყენებს. კულინარიულ შოუში დეტალურად ხსნიან ქართული აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს და ამბობენ, რომ ერთი შეხედვით მარტივი კერძი, საკმაოდ რთული მოსამზადებელია.
გვერდს, რომელსაც მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს , ვიდეოს “როგორ გავაკეთოთ ქართული “ჩიზბოუთი” განთავსებიდან მალევე, რამდენიმე ათასი მოწონება და ასეულობით გაზიარება ჰქონდა.
https://www.facebook.com/thechewonabc/videos/1681975125195460/
აჭარულ ხაჭაპური, ნიუ იორკში „ჩიზბოუთის“ ანუ “ყველის ნავის” სახელითა ცნობილი.