LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩივაძე და გაბელია არ გაუშვიათ: გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ

33

ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლოგიკურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დონეზე გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდებოდა. სფფ-ს ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისიც კი აღნიშნა, რომ ნაკრები გუნდების შედეგებით კმაყოფილები არ არიან, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ თყნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში ცვლილებები განხორციელდებოდა

ახლა კი კიდევ ერთხელ გავრცელდა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე ჩივაძის და მისი თანაშემწის, ოთარ გაბელიას გათავისუფლების შესახებ, თუმცა ფედერაციაში მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებენ.

არც ერთი მწვრთნელი და არც ერთი თანამშრომელი გათავისუფლებული არ არის. მწვრთნელებსაც და თანამშრომლებსაც კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურებათ, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილება ვინმეს გათავისუფლების შესახებ მიღებული არ არის. მოხდება განხილვა და შემდეგ გახდება ცნობილი საკადრო გადაწყვეტილებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები