LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩირკოლადის” სამარკო ნიშნით ბაზარზე ახალი ნაყინი გამოჩნდება

81

”ჩირკოლადის” სამარკო ნიშნით ნაყინის წარმოება იწყება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი არწივიძემ განუცხადა, ”ჩირკოლადის” ნაყინი საწყის ეტაპზე მხოლოდ ზღვისპირეთში გაიყიდება, მისი ფასი კი  1 ლარი იქნება.

”ჯერჯერობით, დიდი რაოდენობით წარმოებას ვერ შევძლებთ. ამიტომ,  წელს ნაყინით მხოლოდ შავიზღვისპირეთს მოვამარაგებთ. ყოველთვიურად დაახლოებით 200-300 კილომდე ნაყინის წარმოებას ვგეგმავთ, რომელიც ბაზარზე ”ჩირკოლადის” სამარკო ნიშნით გამოვა ”, -აღნიშნა არწივიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ჩირკოლადი” ნაყინის მხოლოდ ერთი სახეობის წარმოებას გეგმავს და ეს იქნება- ბანანი შოკოლადში. ახალი ნაყინი ქსელში მაისის ბოლოს გამოჩნდება.

ცნობისთვის, ”ჩირკოლადის” საწარმო 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები