”ჩირკოლადი” მიმდინარე თვის ბოლოს უკვე საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა დიდ სავაჭრო ქსელში გაიყიდება.
როგორც ”ფორტუნას” ”ჩირკოლადის“ მწარმოებელი კომპანია შპს ”ბიო-მარგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი არწივიძემ განუცხადა, აღნიშნულ პროდუქციაზე სავაჭრო ქსელების მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო.
”აქამდე ველოდებოდით შტრიხ-კოდების მიღებას. ახლა კი უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით გაიყიდოს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ქუთაისში საკუთარი მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ,”- აღნიშნა არწივიძემ.
”ჩირკოლადის” ძველი საწარმო 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს.