LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიქა რომ გატეხა ბავშვმა და ეკითხები რატომ, რა გიპასუხოს ბავშვმა?! სიტყვა „რატომ“ ამოიღეთ საერთოდ – ნანა ჩაჩუა მშობლებს მიმართავს

548
nanachachua528

​ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევის მიმართ არასწორ რეაგირებაზე ისაუბრა. მან განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და მოვლენების სწორად შეფასება:

„ბავშვი წაიქცა, ტირის. ჩვენ ხშირად ასეთი ტერმინები გვესმის: „ადექი, გაიზრდები, დაგავიწყდება!“ „ბიჭი არ ხარ, რა გატირებს?!“ აქილევსიც ტიროდა და ტარიელიც, ხომ?! ტირილი ხომ შინაგანი მდგომარეობაა. თუ ჩვენ ბავშვის გრძნობას ამოვიცნობთ, ვკითხავთ: „გეტკინა ძალიან ხომ?“ თანაგრძნობისკენ მიჰყავხარ გრძნობის ამოცნობას. მოვიდა ბავშვი სკოლიდან უხასიათოდ, ცუდი ნიშანი მიიღო. ეკითხებით: „გეწყინა ცუდი ნიშანი რომ მიიღე, ხომ?“ თქვენ მასთან ხართ. ​მშობლებს მინდა მივმართო, სიტყვა „რატომ“ ამოიღეთ საერთოდ. პითაგორას ოთხი წლის განმავლობაში სკოლაში აკრძალული ჰქონდა კითხვის დასმა. რატომო, რომ ჰკითხეს, უპასუხა: ერთმა ბრიყვმა შეიძლება ისეთი კითხვა დასვას, ათმა ბრძენმა ვერ უპასუხოსო. ჭიქა რომ გატეხა ბავშვმა და ეკითხები რატომო, რა გიპასუხოს ბავშვმა?! დედამ უნდა უთხრას: „ეს შენ როგორ დაგემართა?!“ ამაში არის პოზიტიური შეფასება, ნდობა. ​რასაც ველაპარაკებით ბავშვს, იმას ვასწავლით. ჰიპერმზრუნველობის დროს, ბავშვს არ აქვს თვითეფექტურობა. თვითეფექტურობა არის, რომ მე ჩემი შესაძლებლობების მჯერა, ჩემი შესაძლებლობების ლიმიტი ვიცი,“- განაცხადა ნანა ჩაჩუამ „იმედის დღის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები