ჩინური ნაწარმი ყოველწლიურად 100 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ჩინური პროდუქცია ძალიან დაბალი ფასებით გამოირჩევა, ამიტომ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალმა შოკისმომგვრელმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მოთხოვნადი წარმოება მილიონობით ადამიანს აზარალებს. დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის სპეციალისტების დასკვნით, ფაბრიკა-ქარხნები, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე ასე მრავლადაა გავრცელებული, ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზია. ქვეყანაში გარემო იმდენადაა დაბიძნურებული, რომ არამხოლოდ სხვადასხვა დაავადებებს, არამედ ხშირად სიკვდილიანობასაც კი იწვევს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან – დღემდე 3,45 მილიონი ჩინელი სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო გარდაიცვალა. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, ქვეყანა პროდუქციას მსოფლიოს 228 ქვეყანაში, საკმაოდ წარმატებით ყიდის.