LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური კომპანია საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირებითაა დაინტერესებული

117

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ჩინური კომპანია CAMCE-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებითაა  დაინტერესებული.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ჩინური კომპანია CAMCE  SINOMACH-ის შვილობილი, ერთერთი უმსხვილესისახელმწიფო კორპორაციაა ჩინეთში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მიმართ ჩინური კომპანიის ინტერესი, განპირობებულია ჩინეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მაღალი დონის მოლაპარაკებებით, რომელიც 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება.