LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური კომპანია რუსეთიდან კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს?

93

ჩინურ მხარეს ჩვენს სუვერენიტეტთან შემხებლობაში არანაირი პროექტი არ აქვს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინური კორპორაცია ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს ამ თემაზე ჰქონდა კომუნიკაცია ჩინურ მხარესთან. “ჩინური მხარე გვარწმუნებს, რომ ამგვარი არაფერი ხდება, ანუ ჩვენს სუვერენიტეტთან შემხებლობაში მათ არანაირი პროექტი არ აქვთ და ვერ ექნებათ ვერანაირად. ამ საკითხს ჩინეთში დაგეგმილ ერთობლივი კომისიის სხდომაზეც დავსვამთ”, -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით ჩინური კომპანია ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს მშენებლობის პროექტში მონაწილეობს.