LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ფეხბურთის დანახარჯებით მსოფლიოში პირველია

33

ჩინურმა კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 136 მილიონი ევრო დახარჯეს. ჩინეთის მეორე დივიზიონიც კი უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ესპანეთის პრიმერა და ბუნდესლიგა.

ყველაზე მსხვილი გარიგებები ბოლო დღეს მოხდა. ”ძიანსუ საინტიმ” ”ჩელსიდან” რამირესი იყიდა (სავარაუდოდ 32 მილიონ ევროდ), ”ხებეი ფორჩუნმა” ”რომადან” ჟერვინიო წაიყვანა (18 მლნ ევრო), ხოლო ”სანხაი შენხუამ” ფრედი გუარინი გაიფორმა ”ინტერიდან” (18 მლნ ევრო).

Goal.com-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩინურმა კლუბებმა უკვე დახარჯეს 136 მილიონი. ამით ჩინური სუპერლიგა მსოფლიოში პირველია. მეორე დივიზიონის კლუბებმა 43.5 მლნ ევრო დახარჯეს (მეოთხე მაჩვენებელი მსოფლიოში).

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილი ინგლისის პრემიერლიგას უკავია – 116 მლნ ევრო. მესამეზეა სერია ა – 57 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები