პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანიის „JAC International company“ პრეზიდენტს ან ჯინს, კომპანიის საერთაშორისო ბაზრების გენერალურ მენეჯერს, შე ჩაი რონგსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები. ჩინეთის კომპანია, რომელიც ერთერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია მსოფლიოში, დაინტერესებულია საქართველოში წარმოების განვითარებით და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სტრუქტურებთან.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დავით ხუციშვილი და ქეთევან ბოჭორიშვილი.
„JAC International company“–ის დელეგაცია 16 ივლისს ჩამოვიდა და საქართველოს 19 ივლისს დატოვებს.