LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ავტობაზარი მსოფლიო ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს

49

ჩინური ავტობაზარი მსოფლიო ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის პირველ ნახევარში ბაზრის მოცულობა 1,6%-ით გაიზარდა და 11,253 მილიონს მიაღწია. გარდა ამისა, გაიზარდა გაყიდული ავტომობილების რაოდენობაც, მაგალითად ივნისის თვეში 1,832 მილიონი მანქანა გაიყიდა. რეკორდსმენი კი General Motors-ია, რომელმაც წინა წლის მაჩვენებელი 4,3%-ით გააუმჯობესა და 285 191 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა.

ექსპერტთა შეფასებით, ყველაფერი მთავრობის პოლიტიკის დამსახურებაა. 2015 წელს ბაზარზე მოთხოვნის შემცირების შემდეგ მათ გადასახადები შეამცირეს, რამაც შედეგი გამოიღო და გაყიდვები ერთი-ორად გაზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები