LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურ კომპანიას აფხაზეთში ელექტრომობილების წარმოება სურს – რეზონანსი

264
dd2585dcb6b8ebb015fdeaa0adab8cf3

„ჩინელებს აფხაზეთში ელექტრომობილების წარმოება სურთ”, – ასეთი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური პრესა, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას ბლეფს უწოდებს. მისი თქმით, ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

გამოცემა „სპუტნიკის” ცნობით, აფხაზეთის „საბაჟო კომიტეტში” შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც ჩინური კომპანია „ჩაინა უნიკომის” მთავარი ინჟნერი ლონგ ვეიბო, ჩინეთი-აზიის ეკონომიკური განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ლიუ ია ჯუნი და ჩინეთში აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსული გე ჩჟილი ესწრებოდნენ.

ე.წ. საბაჟო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჩინეთის დელეგაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრომობილებისა და მობილური ტელეფონების წარმოება სურს, რომელთა რეალიზებაც მოხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ”.

“პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ჩინეთი ასეთ წინდაუხედავ ნაბიჯს არ გადადგამდა და ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაჯერებელი, თუ ამის შესახებ ჩინური მედია დაწერდა”, – წერს “რეზონანსი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები