LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ყველაზე დიდი მოტივტივე გზა გაიხსნა

41

ჩინეთში ყველაზე დიდი მოტივტივე გზა გაიხსნა. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მდინარე ჰუნშუიხეზე ააგეს უზარმაზარი წყლის გზა, რომლის სიგრძეც 50 კილომეტრს აღწევს. საინტერესოა, რომ ეს მანძილი მანჰეტენის სიგრძეს 2-ჯერ აჭარბებს და მის მთლიანად დასაფარად 10 საათი მაინცაა საჭირო. უზარმაზარი გზა უკვე გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, რის გამოც მან ტურისტა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე გზას უკვე 60 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია. მოტივტივე გზა 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და დაღამებასთან ერთად მკვეთრი შუქით ნათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები