LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 302-მდე გაიზარდა

60
1

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 302-მდე გაიზარდა, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი.

სტიქიურმა მოვლენებმა ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური პროვინცია ჰენანი დააზარალა.

“ჩინეთი ბოლო ათწლეულის ყველაზე სასიკვდილო წყალდიდობას ებრძვის. მოსახლეობა ხაფანგში იყო მეტროს ვაგონებში, მიწისქვეშა ავტოსადგომებსა და გვირაბებში. დაღუპულთა რიცხვმა სოციალური მედიის მომხმარებლებში შეშფოთება გაზარდა, ისინი ითხოვენ  კატასტროფის მართვის ოქმებს და მთავრობის ქმედებებს აპროტესტებენ.” – წერენ მედიასაშუალებები.

მეტეოროლოგები ამინდის გაუარესებას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ელიან, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დიდი ქალაქები ექსტრემალური ამინდისთვის მზადაა, მოსახლეობა კი ითხოვს პასუხს, მოწმდება თუ არა სადრენაჟე სისტემა სათანადოდ და მუშაობს თუ არა ის გამართულად.

წყალდიდობის შედეგად, ჩინეთში, სულ მცირე, 10 ათასი შენობა განადგურდა, 20 ათასზე მეტი კი სერიოზულად დაზიანდა.

სტიქიურმა უბედურებამ პროვინციას უდიდესი ეკონომიკური ზარალი მიაყენა და ის გავრცელებული მონაცემებით, დაახლოებით, 2,15 მილიარდი აშშ დოლარია.

გარემოს სააგენტოს სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი წვიმა რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. ინტენსიურმა და ძლიერმა წვიმებმა ყვითელი მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები