LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში უნიკალური Porsche Carrera იპოვეს

49
dc1ad719fe8fdf6b911521e130eb215f1de0255f

ჩინელმა ფოტოგრაფმა ქალაქ გუანჩჟოუში, დიდი ხნის წინ დაკეტილ Ferrari–ს სადილერო ცენტრში უნიკალური Porsche  Carrera GT იპოვა. აღნიშნული მოდელი თავის დროზე მხოლოდ 3 ეგზემპლარად გამოვიდა.

2007 წელს ჩინეთში კორუფციას მორიგი ბრძოლა გამოუცხადეს და ამის გამო მდიდრული საგნების გამოყენება შეიზღუდა. შედეგად ძვირადღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა და ბევრი სადილერო ცენტრი დაიხურა.

ასეთი ბედი ეწია Ferrari–სა და Maserati–ს ავტო სალონსაც რომელიც გაკონტრების გამო დაიხურა. სუპერქარი სერიული ნომრით 1255 შიგნით დარჩა და მას შემდეგ მისი არსებობა არავის გახსენებია.

ავტომობილი სამი უნიკალური ეგზემპლარიდან ერთ–ერთია. ის წითელ ფერშია შესრულებული და ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში აღმოჩენამდე მხოლოდ გერმანიაშია ნამყოფი. მისი გარბენი 5 ათას კილომეტრამდეა და თუკი გავრცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, სუპერქარი მშვენიერ მდგომარეობაშია შემონახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები