LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში უცხოელებს ებრძვიან: ლეგიონერებზე ლიმიტი შემოდის

32

ჩინეთში ლეგინერებზე ლიმიტს გაამკაცრებენ.
ჩინურმა სუპერლიგამ გამოაცხადა, რომ კლუბების განაცხადში უცხოელი მოთამაშეების რაოდენობა შემცირდება.

თუ მოქმედი ლიმიტით გუნდებს უფლება აქვთ ხუთი ლეგიონერი ყავდეთ (ერთი აუცილებლად აზიური ქვეყნიდან უნდა იყოს), 2018 წლის სეზონიდან უცხოელთა რიცხვი ოთხამდე ჩამოვა – სამი შორეული საზღვარგარეთიდან და ერთიც აზიიდან.

ლიგის ხელმძღვანელობას შეზღუდვის ამოქმედება ახლავე უნდოდა, მაგრამ კლუბების მფლობელებისა და ინვესტორებისგან მკვეთრ უკმაყოფილებას წააწყდა.

2016 წელს ჩინეთის ჩემპიონატის კლუბებმა ფეხბურთელებზე 380 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. მათ არაერთხელ დაამყარეს აზიის სატრანსფერო რეკორდი – ჰალკი – 55,2 მლნ ევრო; ოსკარი – 70,5 მლნ, კარლოს ტევესი – 84 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები