LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მყოფი საქართველოს 3 მოქალაქე დახმარებას ითხოვს

283
247566188

ჩინეთში, ქალაქ იანჯოუში მყოფი საქართველოს 3 მოქალაქე დახმარებას ითხოვს. მათ სამშობლოში გამგზავრება ფრენის გადადების გამო ვერ მოახერხეს. ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია აცხადებს, რომ ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ამ დროისთვის ჩინეთში იმყოფებიან. კალანდიას განცხადებით, ქართველებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს უკვე მიმართეს და საჰაერო ფრენების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

„ჩემი ინფორმაციით, მათ მიმართეს საკონსულოს ცხელ ხაზს და კონსულმა მათ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ფრენების შესახებ. მოგეხსენებათ, ფრენები ჩინეთის მიმართულებით თითქმის შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს. საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური დახმარება გაუწიოს“, – აცხადებს არჩილ კალანდია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 640-ს აღწევს, ჯამში კი ვირუსის 31 161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

კორონავირუსით დაიღუპა ექიმი, რომელიც საზოგადოებას ​ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში აფრთხილებდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები