Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვეს

133
lostchildinchina

ჩინეთში მშობლებმა 24 წლის წინ დაკარგული ვაჟი იპოვეს. როგორც „სიენენი“ წერს, ის 1997 წელს, სამი წლის ასაკში დაიკარგა. მაშინ ბიჭუნას ამბავს  ჩინეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

სამი წლის ბიჭი, სახელად გუო ჰინჟენი მაშინ დაიკარგა, როდესაც მშობლებმა ცოტა ხნით სახლთან მარტო დატოვეს. იგი უცნობმა ქალმა წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ დნმ და სხვა მტკიცებულებები შეაგროვა, მაშინდელი შეზღუდული ტექნოლოგიების ფონზე საქმე წლების მანძილზე რჩებოდა გაუხსნელი.

თუმცა მშობლებს ბიჭუნას ძებნა არ შეუწყვეტიათ. მათ უარი თქვეს მშობლიური ქალაქის დატოვებაზე იმ იმედით, რომ შვილს იპოვიდნენ. წლების განმავლობაში გუოს მამა მოტოციკლით ქალაქიდან ქალაქში, საკუთარი შვილის ფოტოებით მოგზაურობდა. მისმა ისტორიამ მთელი ქვეყნის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ოჯახური ტრაგედია 2015 წელს ფილმის, „დაკარგული და სიყვარულის“ ინსპირაცია გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუო ჰინჟენის მამა საკუთარ შვილს ვერ პოულობდა, ძებნის პროცესში მან დაახლოებით 100 სხვა დაკარგული ბავშვი იპოვა და ოჯახებს დაუბრუნა.

საბოლოოდ, პოლიციამ ახალი ტექნოლოგიების წყალობით ქალაქ ჰენანში ახალგაზრდა კაცს მიაგნო, რომელიც შეიძლებოდა გუო ჰინჟენი ყოფილიყო, რაც საბოლოოდ დნმ-ის ტესტმაც დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, იგი უცნობმა ქალმა გაიტაცა და თავის პარტნიორთან ერთად გაზარდა.

დანარჩენი დეტალები ამ საქმის შესახებ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჩინურმა მედიამ ბედნიერი ოჯახის გაერთიანების ამსახველი ფოტოები უკვე გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები