LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მოსახლეობა გააფრთხილეს თავი შეიკავონ ხანდაზმული ნათესავების მონახულებისგან

166
uyol78o

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთი მოქალაქეებს აფრთხილებს, საახალწლო არდადეგების დროს ხანდაზმული ნათესავების მონახულებისგან თავი შეიკავონ. 

„არ წახვიდეთ მათ მოსანახულებლად. არსებობს უამრავი გზა იმისთვის, რომ აჩვენოთ, რომ ზრუნავთ მათზე და სულაც არ არის საჭირო ის, რომ სახლში ვირუსი მიუტანოთ“, – განაცხადა სახელმწიფო საბჭოს პანდემიის პრევენციის ჯგუფის წევრმა, პროფესორმა გუო ჯიანვენმა.

ჯანდაცვის უწყების განცხადებით, რამდენიმე დიდ პროვინციასა და ქალაქში, შორის პეკინსა და შანხაიში, მიმდინარე კვირაში ინფიცირების პიკმა გადაიარა, მაგრამ არსებობს სერიოზული შეშფოთების საფუძველი რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის რესურსები უფრო შეზღუდულია და არავაქცინირებული ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა მაღალია.

ჩინური ახალი წლის არდადეგების პერიოდი 21 იანვრიდან, ქვეყანაში ინფიცირების ახალი ტალღის ფონზე იწყება.

ზოგიერთი პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე ჩინეთში კორონავირუსს, შესაძლოა, 1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები