LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში COVID-პასპორტების გაცემა დაიწყეს

71
skynews-covid-coronavirus-vaccine-passport-5270254

ჩინეთმა ჯანმრთელობის სერტიფიკატების პროგრამა დაიწყო. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ციფრული სერთიფიკატი, რომელიც მომხმარებლის ვაქცინაციის სტატუსს და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგს აჩვენებს, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმა WeChat-ზე, დღეიდან ამოქმედებული პროგრამის საშუალებით არის ხელმისაწვდომი.

საერთაშორისო სერთიფიკატი ამჟამად მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი და ის ჯერჯერობით, სავალდებულო არ არის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დოკუმენტის შემოღებაზე შეერთებული შტატებსა და დიდ ბრიტანეთშიც მსჯელობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები