ჩინურმა ავტომწარმოებელმა Zotye შიდა საავტომობილო ბაზარზე ახალი მოდელი Z700 წარადგინა, რომელშიც 177 ცხენის ძალის მქონე 1,8 ლიტრიანი ძრავია მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილი გერმანული ბრენდის Audi A6-ის პროტოტიპია, თუმცა, ეს ფაქტი მსოფლიოს ნამდვილად არ გაკვირვებია, რადგან ჩინელები მსგავსი ავტომობილების დამზადებით საკმაოდ ”ცნობილები” არიან. ჩინურ ბაზარზე გერმანული ავტომობილის ფასი 90ათას დოლარამდეა, ხოლო Z700 ფასი სულ რაღაც 15დან 28ათას დოლარამდე მერყეობს, რაც გარკვეულ პრივილეგიას სწორედ ადგილობრივ ”Audi”-ს ანიჭებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის კომპანიის მიერ წარმოებული პირველი ავტომობილი, რომელიც Audi-ს არის მიმსგავსებული, რამდენიმე ხნის წინ ჩინეთის საავტომობილო ბაზარზე ქროსოვერი T600 გამოჩნდა, რომელიც გერმანული Q5-ის ანალოგია.
როგორც ჩინელები აცხადებენ, ისინი კვლავაც აპირებენ ახალი ავტომობილის დამზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაციას მომხმარებლებს 2016 წლის დასაწყისში გააცნობენ.