LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში აქლემებისთვის შუქნიშანი დააყენეს

67
chinanews345

ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ჩინური ქალაქის, დუნჰუანის სიახლოვესაა გადაღებული. კადრზე აღბეჭდილია მსოფლიოში პირველი შუქნიშანი, რომელიც აქლემების, ავტომობილების და ფეხითმოსიარულე ტურისტების მოძრაობას არეგულირებს.

აქლემების შუქნიშანი მინშას მთის სიახლოვეს დააყენეს და ლოკაცია შემთხვევით არ შეურჩევიათ. ამ რეგიონში უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა „მომღერალი ქვიშები“ ფიქსირდება. ადგილობრივი ლანდშაფტი უცნაურ ხმებს გამოსცემს და ამის გამო დანიშნულება ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მთის სანახავად მისული ვიზიტორები ტრანსპორტირებისთვის ხშირად აქლემს იყენებენ. ავტომობილებთან და ქვეითებთან ერთად ცხოველებს გზის განაწილება უჭირთ და უდაბნოში ნამდვილი საცობები წარმოიქმნება ხოლმე. ტრაფიკის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ მსოფლიოში პირველი აქლემების შუქნიშნის დაყენება გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ შუქნიშანი დადგმისთანავე ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა. „მომღერალ ქვიშებთან“ მისული ტურისტები უჩვეულო შუქნიშანთან პოზიორობენ და აქლემების გადაადგილებას აკვირდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები