LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთსა და საქართველოს შორის აბრეშუმის გზის ახალი კონცეფცია განიხილება

329

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

მემორანდუმი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმდება.

მხარეებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხები განიხილება, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფცია „ერთი გზა – ერთი სარტყელი.“

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ეწერება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის გაო ხუჩენის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პირველ ვიცე-პრემიერთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში –   7 თვეში დასრულდა.