LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი წარადგინა

202
chinatrain

სუპერ სწრაფი მატარებლის Hyperloop–ის შესახებ ცნობილი პირველად 2013 წელს გახდა. პროექტი ჩინეთს უკავშირდება, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მსგავს ტრანსპორტზე მუშაობა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს. ამ სფეროში არაფორმალური ლიდერები დღემდე აზიის ქვეყნები, მაგალითად იაპონია, სამხრეთ კორეა და რა თქმა უნდა, ჩინეთი არიან. ამ უკანასკნელმა უკვე წარადგინა მატარებელი, რომელიც საათში 1000 კმ. სიჩქარეს ავითარებს, თანაც ყოველგვარი ვაკუუმური გვირაბის გარეშე.

ჩინეთი გეგმავს, რომ ჩქაროსნული რკინიგზის ბაზარზე ლიდერი გახდეს. მატარებლის პრეზენტაცია ქალაქ ჩენდუში გაიმართა და უახლოს მომავალში ის პირველ ცდებსაც გაივლის. საინტერესოა, რომ უნიკალური პროექტის ღირებულება 9.3 მილიონი დოლარია.

სუპერ სწრაფი შემადგენლობის არსი მაგნიტურ ბალიშს წარმოადგენს. მატარებელი ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით იმართება და რკინიგზაზე კი არ დადის, ფაქტობრივად დაფრინავს. ეს ტექნოლოგია მე–20 საუკუნის შუა წლებში გაჩნდა, თუმცა აქამდე არ გამოიყენებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები