LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ქალაქებში სადიზენფექციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო (ვიდეო)

201
BeFunky-collage (76)

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ იზრდება. ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული 36 719 პაციენტიდან 1 685-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, 4 131-ს აღწევს. რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რიცხვი 65 000-ს აჭარბებს.

ახალი კორონავირუსის ეპიცენტრ ქალაქსა და სხვა მიმდებარე რეგიონებში, ვირუსთან ბრძოლის ახალ მეთოდებზე გადავიდნენ. ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის განკარგულებით, ღამის საათებში მიმდინარეობს ქალაქის დეზინფექცია, სადაც ჩართულია მძიმე ტექნიკა. სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებულია სპეციალური აპარატი, რომლითაც ხორციელდება შენობების, ქუჩების და ჰაერის დამუშავება. როგორც ჩინური მედია წერს, აღნიშნულ პროცესში ასობით შესაბამისად აღჭურვილი მანქანაა ჩართული.

1486 გარდაცვლილი – ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელდება

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1486 ადამიანია დაღუპული. აქედან  ორი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ხოლო დანარჩენი ჩინეთშია დადასტურებული.  კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ბრიუსელშიც, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მზაობა და კოორდინაცია ვირუსის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციისთვის. ასევე იზრუნონ იმაზე, რომ არ შეიქმნას მედიკამენტებისა და აღჭურვილობების დეფიციტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები