LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის McDonald’s-ში ტრენაჟორები დააყენეს, რათა მომხმარებლებმა თან ჭამონ და თან ივარჯიშონ

54
63be2adad5f179a55cbdc75636febb7f

ჩინეთის რამდენიმე McDonald’s-ში მაგიდებთან ველოტრენაჟორები დაამონტაჟეს, რათა მომხმარებლებმა ჭამის დროს ვარჯიში შეძლონ.

გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ტრენაჟორების დადგმის იდეა ჰაერში მავნე გამონაბოლქვის შემცირების პოლიტიკის მხარდაჭერა იყო. მოგვიანებით კი იმხელა მოწონება დაიმსახურა, რომ ერთ ობიექტს სხვებმაც მიბაძეს.

ველო-ტრენაჟორი მუშაობის დროს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ამიტომ კლიენტებს ვარჯიშთან ერთად ტელეფონის დამუხტვაც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ McDonald’s-ის ადმინისტრაცია ამჟამად კლიენტების შეფასებებს სწავლობს, რათა გადაწყვიტოს დაამონტაჟოს თუ არა მეტი ტრენაჟორი სხვა ლოკაციებზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები