LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის კომერციის მინისტრი: ჩინელი ხალხი ცნობილ ქართულ ღვინოს უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს

39

„ადვილად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს, ცნობილ მინერალურ წყლებს, ბოსტნეულსა და ხილს“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
იგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.
ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო.
მას შემდეგ ოფიციალური მოლაპარაკებების სამი რაუნდი და სამი არაოფიციალური თათბირი ჩატარდა, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმების არსებით შინაარზე ჩამოყალიბდნენ.
შეთანხმებაში საუბარია საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და ნორმატივებზე. მათ შორის, შედარებით ახალ თემებს, როგორიცაა ელექტრონული ბიზნესი. გაო ხუჩენის შეფასებით, შეთანხმების შინაარსი არის ძალიან ყოვლისმომცველი, მაღალი დონის და ორივე მხარისთვის თანაბრად სასარგებლო.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩინური მხარე დააჩქარებს ქვეყნის შიდა პროცედურების წარმოებას და სულ მალე ჩვენი ურთიერთობები გადავა ახალ სიმაღლეზე“, – განაცხადა გაო ხუჩენმა.