LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ანკარაში ჩაფრინდნენ (ვიდეო)

3119
კორონა

წუხელ გვიან ღამით, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, სადაც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში ჩაფრინდა.

ბორტზე, თურქული მედიის ცნობით, თურქეთის 34, აზერბაიჯანის შვიდი და საქართველოს შვიდი მოქალაქე უნდა გამოეყვანათ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რამდენიმემ ევაკუაციაზე უარი თქვა.

როგორც ცნობილია, მათ 14 დღის განმავლობაში ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში კარანტინში მოათავსებენ.

ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით,  ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები