LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი კრაშ-ტესტებს ამკაცრებს: ცდები ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ევროპაში

108
crash-test

ჩინეთმა კრაშ-ტესტები გაამკაცრა: ცდები იმაზე ბევრად რთული იქნება, ვიდრე ევროპაში. 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ახალი ავტომობილების აქტიური და პასიური უსაფრთხოების შეფასების მეთოდიკა შეიცვლება. წინა დაჯახებას 55 კმ/სთ სიჩქარით შეამოწმებენ. ხოლო, ტესტი რომელიც გვერდითი დაჯახების იმიტაციას ქმნის 60 კმ/სთ სიჩქარით ჩატარდება ხოლმე.

რაც შეეხება ავტომობილების შემოწმების ევროპულ მეთოდს, euro NCAP-ს – ის ბოლოს 2020 წელს დაკორექტირდა, შესაბამისად 2024 წლის ჩინური მეთოდი ბევრად უფრო ახალი და მკაცრი იქნება. ჩინელი რეგულატორები არამხოლოდ „ზრდასრულ“ არამედ „ბავშვ“ მანეკენებსაც გამოიყენებენ და ქულების დაწერის მეთოდიც რადიკალურად შეიცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები