LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი ელექტროტრასნპორტზე გადადის

18

ჩინეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულ მალე ელექტრონული გახდება. ჩინეთი გარემოს დაბინძურების მხრივ ნამდვილად მსოფლიო ლიდერია და მძიმე ეკოლოგიური სიტუაცია ადგილობრივთა ჯანმრთელობაზეც აისახება. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ინიციატივა წამოიწყო. ქალაქები ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე და „მწვანე“ ავტომობილებზე გადადიან. ერთ-ერთი პირველი კი გახდა ქალაქი შენჩჟენი, რომელიც სტადარტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მთლიანად განაახლებს. მეგაპოლისის მთავრობამ 14 ათასი ელექტროავტობუსი უკვე შეიძინა და მომავალში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები