LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელმა პილოტმა შუა ფრენის დროს მოწია

47

ჩინელმა პილოტმა შუა ფრენის დროს მოწია. ავიაკომპანია Air Chine–ს კაპიტანმა კინაღამ მთელი ეკიპაჟი დაღუპა. ინციდენტი ჩინეთის ქალაქ დალიანიდან ჰონგ–კონგის მიმართულებით მიმავალ რეისზე მოხდა.

პილოტმა ფრენის დროს სიგარის გაბოლება გადაწყვიტა, ხოლო იმისათვის რომ ბოლი სალონში არ გასულიყო შემთხვევით კონდიციონერი გამორთო. კონდიციონერის გამორთვამ სალონში ჟანგბადის რაოდენობა შეამცირა და მგზავრებს უჰაერობა დაეწყოთ. ამის შემდეგ ლაინერმა სიმაღლის დაკარგვაც დაიწყო, თუმცა დამნაშავე პილოტმა ძალიან მოინდომა და სიტუაციის გამოსწორება შეძლო. საბედნიეროდ, 153 მგზავრიდან არავინ დაზარალებულა, კაპიტანს კი შესაძლოა, ფრენა საერთოდ აეკრძალოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები