LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელმა მილიონერმა გამოსაშვები გამოცდის ჩაბარება 27-ედ სცადა და ისევ ჩაიჭრა

121
Capture

ჩინელმა მამაკაცმა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოსაშვები გამოცდის ჩაბარება 27-ედ სცადა და ისევ ჩაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

56 წლის მილიონერი ლიანგ ში უკვე 40 წელია ცდილობს, გამოცდა ჩააბაროს და უმაღლეს სასწავლებელში მოხვდეს. ის ყოველთვის ოცნებობდა, რომ პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი აეღო, რათა ინტელექტუალად ჩაეთვალათ. ში გამოცდაზე პირველად 1983 წელს ჩაიჭრა და მას შემდეგ მცდელობა არ შეუწყვეტია.

ამასობაში მან ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა იქიდან მალევე გამოირიცხა. ის ბევრი წელი მუშაობდა დაბალანაზღაურებად პოზიციებზე, იყო უბრალო მუშა ქარხნებში და დრო და დრო გამოცდას უბრუნდებოდა ხოლმე. 1992 წელს მან საკმარისი ქულა მოაგროვა ერთ-ერთი სასწავლებლისთვის, თუმცა ეს მისი ოცნების უნივერსიტეტი არ ყოფილა და კაცმა თავის ადგილზე უარი თქვა.

უმაღლესი განათლების მიღების სურვილთან ერთად შიმ ამ წლებში ბიზნესის გახსნა და მილიონების გამომუშავებაც მოასწრო.
მიუხედავად ამისა, ის ფიქრობს რომ უნივერსიტეტის გარეშე ბედნიერი მაინც ვერ იქნება. გამოცდის ჩასაბარებლად ბოლო წლებში მან უარი თქვა ალკოჰოლსა და ყველანაირ გასართობზე და მთელ თავისუფალ დროს სწავლას უთმობს. მიუხედავად ამისა, წელს მისი ქულები უფრო ცუდი იყო ვიდრე გასულ წელს და შის ოცნების ასრულება ისევ ერთი წლით გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები