LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი მილიარდერი Tesla Model S-ის კონკურენტს გამოუშვებს

23

ჩინელმა მილიარდერმა ჯია უტინმა ახალი კომპანია Faraday Future ჩამოაყალიბა, რომელიც ელექტრომობილების წარმოებით არის დაკავებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელი უტინი ამბობს, 2017 წელს ის Tesla Model S-ის კონკურენტ ავტომობილს წარადგენს.

2017 წელს კომპანია Faraday Future რიგით პირველი ელექტრომობილის წარდგენას აპირებს და სავარაუდოდ ამ თარიღს Teslas Model 3-ის პრეზენტაციას დაამთხვევს. გარდა ამისა, კომპანია აპირებს აღადგინოს ნევადას შტატში არსებული Nissan-ის ქარხანა, რომელიც ამერიკულ ბაზარს მოემსახურება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალდაარსებულ კომპანიაში მუშაობენ ისეთი პროფესიონალები, რომელთა დოსიეშიც შევხვდებით ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორებიცაა Tesla, Ferrari, BMW, კომპანიას საკმაოდ დიდი წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ამჟამად კომპანიაში 400 ადამიანი მუშაობს, თუმცა, როგორც უტინი ამბობს, წლის ბოლომდე კიდევ 100 ადამიანი დასაქმდება.

თავად სახელი Faraday Futue კომპანიამ Michael Faraday-დან აიღო, ეს უკანასკნელი კი სწორედ ის ადამიანი გახლავთ, რომელმაც გაარკვია ელექტრომაგნიტური ველის საიდუმლო და პირველად შექმნა ელექტროძრავი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები