LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი ინვესტორები საქართველოში მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავენ

92

ჩინური  კომპანია საქართველოში მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობითა და განახლებადი ენერგიების წარმოებით არის დაინტერესებული.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტებში ინვესტირების შესახებ ინტერესი გამოხატეს. ჩინურმა მხარემ კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინა და ფონდის გამოცდილების გათვალისწინებით ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.

ამასთან, შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ჩინელ ინვესტორებს ფონდის მანდატი, ფუნქცია და პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ფონდის მიერ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ცნობისთვის, უმსხვილესი ჩინური კომპანია  CHINA NUCLEAR INDUSTRY 23 CONSTRUCTION CO. LTD-ი საერთაშორისო ბაზარზე ენერგო სექტორებში კაპიტალდაბანდებით არის დაკავებული და ენერგოსადგურების მშენებლობაში დიდი გამოცდილება აქვს.