კორონავირუსისგან დაზარალებული საავტომობილო სამყარო ნელ–ნელა საქმიანობას უბრუნდება, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელი კვლავინდებურად ძალიან დაბალი რჩება. CNN–ის ინფორმაციით, თუკი გასული წლის ამავე პერიოდში, სამი თვის განმავლობაში 6 მილიონზე მეტი მანქანის რეალიზება მოხერხდა, 2020 წლის მაჩვენებელი – 3,7 მილიონს ძლივს აღწევს. სფეროს წასახალისებლად პროვინციების ხელმძღვანელებმა გარკვეული შეღავათების შემოღება გადაწყვიტეს.
ავტომწარმოებელთა ასოციაციის აზრით, გაყიდვების მაჩვენებელი COVID – 19-მდე არსებულ სიტუაციას რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს. ამისთვის კი არსებულ პროგრამებს ახლებიც უნდა დაემატოს. მაგალითად, პეკინში უკვე წელიწადზე მეტია რაც ჰიბრიდებისა და ელექტროქარების მყიდველებს შეღავათები დაუწესეს და ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება.ხოლო მათთვის კი ვინც ახალ ავტომობილს შეიძენს, სახელმწიფო 1400 დოლარის ოდენობის სუბსიდიას გამოყოფს.
ჩინელებმა აქტიური ქმედება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აღმოაჩინეს რომ შოუ–რუმების დამთვალიერებელთა რაოდენობა 34%–ით დაეცა და შესაბამისად შემოსავალმაც საგრძნობლად იკლო.