ჩინელებმა ყველაზე მაღალი ხელოვნური ჩანჩქერი შექმნეს. სიახლე გუანჯოუს რეგიონში მდებარეობს და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. ჩანჩქერი შუა ქალაქში ერთ-ერთი ცათამბჯენის კედელზეა გაკეთებული და წყალი 108 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. საოცარ სანახაობას მხოლოდ განსაკუთრებული ივენთებისთვის რთავენ და მაქსიმუმ 20 წუთი ამუშავებენ. იდეის ავტორებს დიდი იმედი აქვთ, რომ მათი შემოქმედებით გინესის რეკორდების წიგნი დაინტერესდება და ჩანჩქერს რეკორდის სტატუსს მიანიჭებს. მანამდე კი აღსანიშნავია, რომ სიახლემ რეგიონის ცნობადობა ერთი-ორად გაზარდა და ტურისტების დიდი ინტერესიც გამოიწვია.