LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა სერიულ წარმოებაში 3D პრინტერზე დაბეჭდილი ავტომობილი ჩაუშვეს

38

X Electrical Vehicle-მა სერიაში პირველი მასობრივი ავტომობილი ჩაუშვა, რომელიც 3D პრინტერზეა დაბეჭდილი. პირველი პროტოტიპი, კომპაქტ ქარი LSEV შემდეგ თვეში პეკინის მოტორშოუზე გამოჩნდება, გამოშვებას კი მხოლოდ 2019 წლიდან დაიწყებენ.

3D პრინტერზე სიახლის ყველა დეტალი დაიბეჭდება, შასის, მინების, საბურავებისა და ძრავების გამოკლებით.

ბამპერის დაბეჭდვას ოთხი საათი, სახურავს ხუთი საათი, კარებს რვა საათი, მოწყობილობათა პანელს კი ათი საათი სჭირდება.

ავტომობილს ერთი დატენვით დაახლოებით 150 კილომეტრის გავლა შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 70 კმ/საათია. ავტომობილის მასა 450 კილოგრამს შეადგენს.

ავტომობილის გამოშვება ჩინეთში იგეგმება. მისი ღირებულება 9 500 დოლარია.

X Electrical Vehicle-ში ირწმუნებიან, რომ უკვე მიიღეს 7 000 შეკვეთა სხვადასხვა კომპანიისგან, მათ შორის, საკურიერო და საფოსტო სამსახურებისგან.

თავდაპირველად, წელიწადში მხოლოდ 500 ავტომობილის დაბეჭდვას შეძლებენ. თუმცა, სამომავლოდ წარმოების მოცულობის სერიოზული ზრდა იგეგმება, რაც ღირებულებას ორჯერ შეამცირებს. თუმცა, ეს 2024 წლისთვის მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები