LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

77

ჩილეში, საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენების 90,46%-ის დათვლის თანახმად, მეორე ტურში ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინიერა და სენატორი ალეხანდრო გილიერი გადიან.

ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ს ვერ აგროვებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 17 დეკემბერს გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, მემარჯვენეების კანდიდატმა სებასტიან პინიერამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 36,63% მიიღო, მემარცხენე-ცენტრისტების კანდიდატმა ალეხანდრო გილიერმა კი – 22,66%.

მესამე ადგილზე მემარცხენე კოალიცია „ფართო ფრონტის“ კანდიდატი ბეატრის სანჩეს მუნიოსი გადის (20,34%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები